10 თებერვლის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც 11 თებერვალს იქნება ძალაში, ლარი აშშ დოლართან 2.13 თეთრით გაუფასურდა. შესაბამისად, 11 თებერვალს 1 აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.9544 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთანაც. კერძოდ, წინა დღეს მოქმედ კურსთან შედარებით, ცვლილებამ 2.55 თეთრი შეადგინა და 1 ევროს ღირებულება ხვალ, 11 თებერვალს, ოფიციალური კურსით, 3.3801 ლარი იქნება.