ახალი ამბები

თბილისის ქუჩების ნაწილს წყალი 8 საათით შეუწყდება

8 თებერვალი, 2022 • 1016
თბილისის ქუჩების ნაწილს წყალი 8 საათით შეუწყდება

GWP-ის ინფორმაციით, დღეს, 8 თებერვალს თბილისის ქუჩების ნაწილს 8 საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეუწყდება. ქუჩებს შორის, რომელსაც წყალი შეუწყდება არის:

კრწანისის რაიონში

მეფე სოლომონ მეორის ქ. N 4 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:30-დან 18:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:სოლომონ მეორის. კრწანისის ქუჩის N3.

საბურთალოს რაიონში

სოფ.დიღომი, დ.აღმაშენებლის ქუჩაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 10:15-დან 19:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება:

სოფ.დიღომი სარაჯიშვილი და მოციქულისწორი ნინოს,აღმაშენებლის, ბრწყინვალის, თმარ მეფის თოფჩიშვილის, თაყაიშვილის, ხანძთელის, მიშა მესხის, სონღულაშვილის, თეთრი გიორგის, ცაგარელის, კვირაცხოვლის, მუხრან მაჭავარიანის, გორგასლის და ჭიაურელის ქუჩებს.

სოფ.დიღომში, აღმაშენებლის ქუჩის N 22 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 06:00-დან 12:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ.დიღომში: აღმაშენებლის, მესხის, თამარ მეფის და გორგასლის ქუჩებს

მთაწმინდის რაიონში

რუსთაველის გამზ. N 19 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 07/02 22:30-დან 08/02 09:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

რუსთაველის გამზ. N 11-29 (კენტები), გიორგი ჭანტურიას, ვასო აბაშიძის და რევაზ ლაღიძის ქუჩებს. წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 18:00-მდე აღნიშნულ არეალს დაემატა: თაბუკაშვილის N25-53(კენტები) და N30-46(ლუწები), მესხიას ქუჩა და აპოლონ ქუთათელაძის ქუჩა.

სამგორის რაიონში

სოფელი დიდი ლილოს სატუმბო სადგურს შეუწყდა ელ.ენერგიის მიწოდება. წყალმომარაგება შეზღუდული აქვს სოფელ დიდი ლილოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი