ახალი ამბები

წყალი გაძვირდა

29 დეკემბერი, 2020 •
წყალი გაძვირდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ დღეს, 29 დეკემბერს, “რუსთავის წყლის” და “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” აბონენტებისთვის წყლის ახალი ტარიფის განსაზღვრაზე იმსჯელა და ტარიფები გაზარდა.

კომისიის წევრის, გიორიგ ფანგანის განცხადებით, “ჯი ვი პი-ს” აბონენტებისთვის, რომლებსაც მრიცხველი უყენიათ, საყოფაცხოვრებო მოხმარების ტარიფი 33 თეთრიდან, 50 თეთრამდე გაიზარდა. სულადობით კი გადასახადმა 3.9 ლარიდან 4.5 ლარამდე მოიმატა. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფს, ეს კომპონენტი 4.4 ლარიდან 6.5 ლარამდე გაიზარდა:

“ვისაც მრიცხველი უყენია, წყლის ტარიფი იყო 33 თეთრიდან და გახდა 50 თეთრი. ვისაც მრიცხველი არ უყენია და სულადობრივად იხდის, მათთვის ტარიფი 3.9 იყო და გახდა 4.5 ლარამდე. ხოლო არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 4.4 ლარიდან ავიდა 6.5 ლარამდე”, – ამბობს ფანგანი.

მისი თქმით, ტარიფის ცვლილება შეეხო “რუსთავის წყლის” აბონენტებსაც. მრიცხველიანი აბონენტებისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი 40 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა, ხოლო სულადობით 2.2 ლარიდან 3 ლარამდე მოიმატა. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფს, ეს კომპონენტი 3.6-დან 3.7 ლარამდე გაიზარდა.

შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყლის“ სამომხმარებლო ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და დადგინდა:

საყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით:
გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის – 0.50 თეთრი
გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) – 4.518 ლარი/სულზე/თვეში
არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით – 6.503 ლარი

შპს „რუსთავის წყლის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები კი დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა:

გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის – 0.50 თეთრი
გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) – 3.004 ლარი/სულზე/თვეში
არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით – 3.703 ლარი.

2021 წელს ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატს ბიუჯეტი დაასუბსიდირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი