ახალი ამბები

ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ – უკრაინული მედია

7 თებერვალი, 2022 • 1735
ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ – უკრაინული მედია

კიევში საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს და უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველს, ზურაბ ადეიშვილს თავს დაეხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ადეიშვილს უცნობი პირები ქუჩაში დაესხნენ თავს, რაც საქართველოში მის საქმიანობას უკავშირდება. შემთხვევა დღეს, 7 თებერვალს მოხდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ის ამჟამად კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

Украинская правда-თან საუბრისას წყარომ – უკრაინის გენერალური პროკურატურის თანამშრომელმა, დეტალების შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, მისი თქმით, ადეიშვილს ოთხმა ადამიანმა სცემა, რის შემდეგაც თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცავები ამჟამად მათი ვინაობის დადგენას ცდილობენ. წყაროს განცხადებით, ვითარების შესწავლის შემდეგ აღნიშნულ ფაქტს იურიდიული კვალიფიკაციაც მიენიჭება.

მასალების გადაბეჭდვის წესი