ახალი ამბები

ჩვენი პოზიციაა, რომ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს – დეგნანი

7 თებერვალი, 2022 •
ჩვენი პოზიციაა, რომ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს – დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს.

ასე უპასუხა ელჩმა კითხვას, უნდა იჯდეს თუ არა სააკაშვილი ციხეში.

მისი თქმით, მართლმსაჯულების საკითხებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილს ღირსეულად ექცეოდნენ.

“მე როგორც ვიცი, ბატონმა სააკაშვილმა სარჩელი გააგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და არსებობს სპეციალური პროცედურები, რის მიხედვითაც ეს საკითხები განიხილება.

რაც შეეხება კანონის უზენაესობას, ჩვენი პოზიციაა, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, მას ღირსეულად მოექცნენ, მიიღოს სამედიცინო დახმარება, რომელიც სჭირდება და სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოთი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კითხვას, ელჩის თქმით, ეს მისი გადასაწყვეტი არაა და მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი