ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობა“ დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს

7 თებერვალი, 2022 • 680
„ნაციონალური მოძრაობა“ დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს

„ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა თინა ბოკუჩავამ დღეს, 7 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, მათი ფრაქცია ზალკალიანის მოსმენას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე აპირებს.

„უკრაინაში რუსული აგრესიისა და დასავლეთის მხრიდან შეკავების ახალი არქიტექტურის ფონზე, რეგიონში იქმნება ახალი რეალობა და ეს არის დიდი შანსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ხელისუფლების მხრიდან სრულ უმოქმედობას ვხედავთ. ამიტომ, როგორც ეს რეზოლუციის შემთხვევაში მოხდა, როგორც ეს მოხდა უკრაინაში ვიზიტის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც სწორედ ოპოზიციამ უნდა იტვირთოს ხელისუფლების ფუნქცია და სწორედ ოპოზიციამ უნდა დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი