ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 38 ადამიანი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 362 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 383 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 979 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 36.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 30.65% ხოლო 7 დღის მანძილზე – 27.00%.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი — 9 295 შემთხვევა,
- აჭარა — 1 456,
- იმერეთი — 2 988,
- ქვემო ქართლი — 1 008,
- შიდა ქართლი — 1 147,
- გურია — 417,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 1 233,
- კახეთი — 828,
- მცხეთა-მთიანეთი — 336,
- სამცხე-ჯავახეთი — 318,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 72.
ამ ეტაპზე ქევაყანში ინფიცირების 210 274 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 5 850 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 962 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში.