ახალი ამბები

ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ

25 თებერვალი, 2010 • 1518
ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ

გუშინდელ მოწოდებებს, ოპოზიციის ერთიანობის შესახებ დღეს პოლიტიკური პარტიების ნაწიული გამოეხმაურნენ.

“ეროვნული ფორუმი”  კახა შარტავას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

კახა შარტავამ დღეს ის ოპოზიციური ძალები გააკრიტიკა, რომლებიც თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის მიზნით კონსულტაციებს აწარმოებენ.

“ყველაფერს აქვს საზღვარი. გუშინ, 24 თებერვალს ჭადრაკის სასახლეში 4-მა პარტიამ და საზოგადოების ნაწილმა ჩაატარა შეკრება, სადაც ყველას მითიური, არარსებული კანდიდატის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოგვიწოდეს. მისასალმებელია სურვილი გაერთიანებისა, მაგრამ, პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან საკითხის ასე დაყენება საზოგადოების დაშანტაჟებას უფრო ჰგავს ერთიანობის იდეით, ვიდრე რეალური ერთიამობის მოთხოვნას, ამ საკითხისგან ნურავინ შეეცდება თბილისის დაჯავშნას. ეს უკვე გააკეთა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და ჩვენ მას არ უნდა დავემსგავსოდ…. საქართველოს პოკიტიკური სიტუაციის შიდა ცვლილება ვერ იქნება დამოკიდებული პროინტერესებზე, ერთადერთი ეს ეროვნულ ინტერესებზე უნდა იყოს დამოკიდებული.. ასევე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ნურავინ დაპატიჟებს “ერვონულ ფორუმს” იქ, სადაც მას მისვლისთვის მადლობა კრმელმა და ნოღაიდელმა უნდა გადაუხადოს, – განაცხადა შარტავამ.

მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი  შარტავას განცხადებას გამოეხმაურა და “ეროვნული ფორუმის” გადაწყვეტილებას “სპექტაკლი” უწოდა. 

“ეროვნული ფორუმისა” და სხვა პარტიების ჩვენგან გამიჯვნა ხელისუფლების მორიგი კამპანიაა. ეს სპექტაკლი არ მაინტერესებს”, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა. მისივე თქმით  “რუსული თამაშის მონაწილე 2007 წელს თავად “ფორუმი” იყო”.

ოპოზიციის საერთო კნდიდატის გამოვლენაში მონაწილეობას არ მიიღებს არც საქართველოს “ლეიბორისტული პარტია”  ამის შესახებ, დღეს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

“ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ იმ არჩევნებს რომელსაც სააკაშვილი ატარებს თავის “კუდთან” და “სოდთან” ერთად. ადგილობრივი არჩევნები გაახანგრძლივებს სააკაშვილის რეჟიმს. ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებაც კი ვერ გახდება მიზეზი უმაღლესი ეშელონების შეცვლისა”_ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, გამოსავალი არა თვითმართველობის არამედ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებშია.

“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” პრეზდიუმი გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში ზურაბ ნოღაიდელის გარშემო პოლიტიკური ძალების თავმოყრას ქვეყნის თავისუფლების საწინააღმდეგო გაერთიანებად აფასებს.

როგორც “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, არჩევნების საფარქვეშ მზადდება ხელისუფლების რევოლუციური ცვლილება რუსული სცენარით.

“იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ნოღაიდელის გარშემო გაერთიანდნენ შეგნებულად აირჩიეს ქვეყნის ინტერესების ღალატის გზა. ნათელია, რომ არჩევნების საფარქვეშ მზადდება ხელისუფლების რევოლუციური ცვლილება რუსული სცენარით. ძალაუფლებისა და ფულის სანაცვლოდ ქართველი მარიონეტი პოლიტიკოსები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ცნობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას კონფედერაციულ სახელმწიფოში, რაც საქართველოს ძირძველი ტერიტორიების და დამოუკიდებლობის დაკარგვის იურიდიული გაფორმება იქნება” – განაცხადა ქარდავამ.

 

ირაკლი ალასანიას პარტიის “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” წევრმა ზურაბ აბაშიძემ დღეს განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ზურაბ ნოღაიდელის პარტიასთან ალიანსს გამორიცხავს.

მისივე განმარტებით, ნოღაიდელის პარტიასთან ყოველგვარი ალიანსი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა გამორიცხულია, რადგან მათი იდეოლოგია და მსოფლმხედველობა განსხვავდება.

“ჩვენ ახლა ერთ მაგიდასთან ვსხედვართ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე მოხდეს შეთანხმება. ამ საკითხზე ყველა იმ ძალასთან გავმართავთ კონსულტაციებს, რომლებსაც ამის სურვილი ექნებათ და საკუთარი კანდიდატები ეყოლებათ. მაგრამ ნოღაიდელის პარტიასთან რაიმე ალიანსის ან გაერთიანების შექმნას არ ვაპირებთ. ჩვენი მსოფლმხედველობა და იდეოლოგია ძალიან განსხვავებულია”, – განმარტა აბაშიძემ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი