ახალი ამბები

კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვლილი — 5 თებერვალი

5 თებერვალი, 2022 •
კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვლილი — 5 თებერვალი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 33 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 76 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 711 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 494 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 26.16% ხოლო 7 დღის მანძილზე – 29.28%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 10 667 შემთხვევა,
  • აჭარა — 2 207,
  • იმერეთი — 3 566,
  • ქვემო ქართლი — 1 379,
  • შიდა ქართლი — 1 050,
  • გურია — 572,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 1 611,
  • კახეთი — 1 014,
  • მცხეთა-მთიანეთი — 497,
  • სამცხე-ჯავახეთი — 449,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 122.

ამ ეტაპზე ქევაყანში ინფიცირების 208 745 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 5 840 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 954 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ  სასტუმროებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი