ახალი ამბები

კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა და 39 გარდაცვლილი — 4 თებერვალი

4 თებერვალი, 2022 •
კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა და 39 გარდაცვლილი — 4 თებერვალი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 39 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 821 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 355 — ანტიგენის ტესტით და 27 466 — PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 25.24%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 27.87%.

გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების გეორგაფიული გადანაწილება შემდეგია:

  • თბილისი — 10 129 შემთხვევა,
  • აჭარა – 2 173,
  • იმერეთი – 3 357,
  • ქვემო ქართლი – 1 340,
  • შიდა ქართლი – 1 279,
  • გურია – 456,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 480,
  • კახეთი – 1 091,
  • მცხეთა-მთიანეთი – 479,
  • სამცხე-ჯავახეთი – 376,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 103.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი