ახალი ამბები

მნიშვნელოვანია, ტყიბულში სისტემური ინსპექტირება ჩატარდეს – სახალხო დამცველი

1 თებერვალი, 2022 • 1179
მნიშვნელოვანია, ტყიბულში სისტემური ინსპექტირება ჩატარდეს – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ტყიბულში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს შსს-სა და შრომის ინსპექციას დროული რეაგირებისკენ.

ტყიბულში, მინდელის შახტში, სავარაუდოდ, მეთანის ჭარბი კონცენტრაციის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 30 იანვრის ფაქტი ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა დაშავების და გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის – „წინა წლებშიც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა იქ მომხდარ უბედურ შემთხვევებს“.

„სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს და შრომის ინსპექციას, განხორციელდეს დროული და ეფექტიანი რეაგირება მომხდარზე, მათ შორის დადგინდეს ტრაგედიის მიზეზები, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდება შევძლოთ. ასევე მიმართავს შრომის ინსპექციას – მიმდინარე ინსპექტირების ფარგლებში მოხდეს ყველა დარღვევის და რისკის იდენტიფიცირება და მათი გამოსწორების მიზნით ყველა კანონმდებლობით მინიჭებული ბერკეტის გამოყენება.

ამასთან, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ტყიბულში და სხვა მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში სისტემატური ინსპექტირება ჩატარდეს არსებული დარღვევების დროული იდენტიფიცირებისა და გამოსწორების მიზნით“, – წერს სახალხო დამცველი.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

„რომ მივედით, დამწვრები დაგვხვდნენ“ – რა მოხდა ტყიბულში

მასალების გადაბეჭდვის წესი