ახალი ამბები

საქართველო EU-ში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულში — EUAA

31 იანვარი, 2022 • 1754
საქართველო EU-ში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულში — EUAA

2021 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2016 წლის მიგრაციის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალია.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტომ (EUAA) გამოაქვეყნა ბოლო მონაცემები 2021 წლის ნოემბერის მდგომარეობით. ანგარიშის თანახმად, 2021 წლის ნოემბერში EU+ (ნორვეგია, შვეიცარია)-ში საერთაშორისო დაცვის შესახებ დაახლოებით 71 400 განაცხადი შევიდა, რაც ოქტომბრის მონაცემებზე 9%-ით მეტია და თითქმის იმდენივეა, რამდენიც 2021 წლის სექტემბერის პიკური მონაცემები, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებმა 2016 წლის ე.წ. მიგრაციული კრიზისის შემდეგ ყველაზე მეტი განაცხადი მიიღეს. ამასთან, საყურადღებოა, რომ სექტემბრის პიკი უკავშირდებოდა ავღანეთიდან ევაკუაციას, რომელიც საერთშორისო ძალების გასვლას მოჰყვა.

მიმდინარე წლის ნოემბერში ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში თვშესაფრის მოთხოვნით ყველაზე მეტი განაცხადი (13 040) ავღანეთიდან შეიტანეს, მეორე ადგილზე არიან სირიელები (11 497), განმცხადებელთა სიდიდით მესამე ჯგუფს ერაყელები (4 267) შეადგენენ. თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, ასევე, ვენესუელის (3 281), პაკისტანის (2 784), თურქეთის (2 784) და კოლუმბიის (2 505) მოქალაქეების მხრიდან.

ქვეყნების ათეულში, რომელთა მოქალაქეებმა ყველაზე მეტი თავშესაფარი მოითხოვეს ევროკავშირში გასული წლის ნოემბერში, ასევე, შედიან ბანგლადეში (2 212), საქართველო (1 680) და სომალი (1 600). საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა 2021 წელს მაისში (125 განაცხადი) დაფიქსირდა, ხოლო განსაკუთრებით გაიზარდა შემოდგომაზე: სექტემბერი (1 551 პირველადი განაცხადი), ოქტომბერი (1 529 პირველადი და 165 ხელახალი აპლიკაცია) და ნოემბერი (1 509 პირველადი განაცხადი).

საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა როდენობრივი დინამიკა 2021 წელს. წყარო: ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო

ამასთან, საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრით დაკმაყოფილების მაჩვენებელი ერთ-ერთი დაბალია (3%).

მასალების გადაბეჭდვის წესი