ახალი ამბები

კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა და 35 გარდაცვლილი – 31 იანვარი

31 იანვარი, 2022 • 835
კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა და 35 გარდაცვლილი – 31 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 35 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 8 503 ადამიანი, ჩატარდა 45 623 ტესტი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 20.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 23.80%.

ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 7 078
  • აჭარა – 1 734
  • იმერეთი – 1 740
  • ქვემო ქართლი – 661
  • შიდა ქართლი – 554
  • გურია – 119
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 640
  • კახეთი – 206
  • მცხეთა – მთიანეთი – 136
  • სამცხე – ჯავახეთი – 268
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

საქართველოში სულ დადასტურდა კორონავირუსის 1 175 923 შემთხვევა, რომელთაგან 1 009 778 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 980 გარდაიცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი