ახალი ამბები

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სპეციალური ტექნიკა გადასცა

29 იანვარი, 2022 • 6749
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სპეციალური ტექნიკა გადასცა

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საუბარია 11 ერთეულ ლოჯისტიკური დანიშნულების მანქანაზე, 2 ერთეულ მიკროავტობუსზე, 2 ერთეულ ტრაქტორსა და სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებაზე.

სამინისტროს თანახმად, ტექნიკის გადაცემა, რომელიც მარნეულის აეროდრომის მატერიალურტექნიკური და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას” ემსახურება, საქართველოსა და თურქეთს შორის ხელმოწერილისამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმებისფარგლებში განხორციელდა.

ტექნიკის გადაცემის ცერემონია ორხევის სატრანსპორტო ბაზაზე გაიმართა და იქვე მოეწერა ხელი მიღება-ჩაბარების აქტებს.

“საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ. ამ ეტაპზე თურქეთის მხრიდან გადმოცემული სპეციალური ტექნიკის ღირებულება 597 722,69 აშშ დოლარს შეადგენს”, — აღნიშნავს უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი