ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 41 ადამიანი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 84 762 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 320 კვლევა ანტიგენის ტესტით და 34 442 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 18.99% ხოლო 7 დღის მანძილზე – 22.67%.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი — 9 297 შემთხვევა,
- აჭარა — 1 833,
- იმერეთი — 2 277,
- ქვემო ქართლი — 1 024,
- შიდა ქართლი — 932,
- გურია — 308,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 988,
- კახეთი — 815,
- მცხეთა-მთიანეთი — 367,
- სამცხე-ჯავახეთი — 359,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 74.







