საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 27 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში კორონავრიუსის 17 484 შემთხვევა გაომვლინდა, 27 ადამიანი კი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 250 კვლევა ტესტით, მათ შორის, 44 185 კვლევა- ანტიგენის, ე.წ. სწრაფი ტესტით და 29 065 -PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 110 168.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 23.87%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 16.51%, ხოლო 7 დღის – 20.58%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 14 840 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 8 989 შემთხვევა,
- აჭარა – 2 255,
- იმერეთი – 2 222,
- ქვემო ქართლი – 812,
- შიდა ქართლი – 805,
- გურია – 314,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 766,
- კახეთი -656,
- მცხეთა-მთიანეთი – 320,
- სამცხე-ჯავახეთი – 298,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47.







