ახალი ამბები

საქართველომ ფუტსალში ბოსნია-ჰერცოგოვინა დაამარცხა

26 იანვარი, 2022 • 1070
საქართველომ ფუტსალში ბოსნია-ჰერცოგოვინა დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში მეორე შეხვედრა გამართა და ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრებს 2:1 სძლია.

ამჟამად საქართველოს, ორი გამარჯვების შემდეგ, 6 ქულა აქვს და ჯგუფში ჯერჯერობით პირველ ადგილზეა, თუმცა ესპანეთის ნაკრებმა, რომელსაც ამჟამად 3 ქულა აქვს, მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.

ესპანეთი აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც მანამდე საქართველომ დაამარცხა.

იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი დარჩენილ ორ შეხვედრაში ქულებს დაკარგავს, საქართველო ტურნირის მეორე ეტაპზე გარანტირებულად გადავა.

საქართველო მომდევნო მატჩს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, ესპანეთის ნაკრებთან გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი