ახალი ამბები

პროკურატურის შენობის ახალ არქიტექტურულ პროექტზე კონკურსი გამოცხადდა

25 იანვარი, 2022 • 954
პროკურატურის შენობის ახალ არქიტექტურულ პროექტზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პროკურატურის შენობის ახალი არქიტექტურული პროექტის განსახორციელებლად კონკურსი გამოცხადდა.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თბილისში აშენდება საქართველოს პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა.

მათივე ცნობით, მშენებლობა განხორციელდება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით.

„საქართველოს პროკურატურის ახალ შენობაში განთავსდება თბილისის რაიონული პროკურატურები, რომელთა თანამშრომლები უკვე არაერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ. ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი.

პროკურატურის ახალი შენობის პროექტი პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რაც პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აცხადებს პროკურატურა/

მასალების გადაბეჭდვის წესი