ახალი ამბები

50+ პირები „ბუსტერის“ გაკეთებისთვის 100 ლარს მიიღებენ

25 იანვარი, 2022 • 4301
50+ პირები „ბუსტერის“ გაკეთებისთვის 100 ლარს მიიღებენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამიერიდან 50 წელს ზემოთ პირებს, ვინც ე.წ. ბუსტერ დოზას გაიკეთებენ, წახალისების სახით 100 ლარი გადაეცემათ.

„დამატებითი შეზღუდვები ამ მომენტისთვის არ წესდება. თუმცა, გადაწყდა, რომ 50 წელს ზემოთ აცრების წახალისების პროგრამა კვლავ გაგრძელდება 1 თვით.

გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ, ვინც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებს, მათთვისაც იმოქმედებს წახალისება, ოღონდ ამჯერად- 100 ლარით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.

2021 წლის დეკემბერში, ვაქცინაციის წახალისების მიზნით, 200-ლარიანი წახალისების პროგრამა ამოქმედდა.

პირველ აცრაზე 200 ლარს 50+ მოქალაქეები მიიღებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი