ახალი ამბები

კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი — 25 იანვარი

25 იანვარი, 2022 • 997
კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი — 25 იანვარი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 42 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარდა 74 200 კვლევა ტესტით, მათ შორის 51 865 კვლევა — ანტიგენის ტესტით და 22 335 — PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.24%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 14.15%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 18.01%.

ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 8 357
  • აჭარა — 1 608
  • იმერეთი — 1 907
  • ქვემო ქართლი — 727
  • შიდა ქართლი — 794
  • გურია — 290
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 721
  • კახეთი — 626
  • მცხეთა-მთიანეთი — 376
  • სამცხე-ჯავახეთი — 282
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 74.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი