ახალი ამბები

გაბუნია: ამ ეტაპზე ზრდასრულთა საწოლფონდის 55% თავისუფალია

24 იანვარი, 2022 • 1118
გაბუნია: ამ ეტაპზე ზრდასრულთა საწოლფონდის 55% თავისუფალია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის ტალღა დელტასთან შედარებით მშვიდად მიმდინარეობს და მაღალი გავრცელების მიუხედავად, ამ ეტაპზე საწოლფონდის 55% თავისუფალია:

„რა თქმა უნდა, სწრაფი გავრცელება ომიკრონს ახასიათებს, თუმცა მსოფლიო გამოცდილებაც უკვე საკმარისი მოგროვდა, რომ შემთხვევების უმეტესობა არის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის. ჰოსპიტალური სექტორი ჯერჯერობით არის ნაკლებად დატვირთული. მოზრდილების საწოლფონდის 55% ამ ეტაპზე თავისუფალია და ვფიქრობთ, რომ ეს შედარებით მშვიდად ჩაივლის, განსხვავებით დელტა შტამისგან, რომელიც შედარებით აგრესიულად მიმდინარეობდა“, – ამბობს თამარ გაბუნია.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 31 ადამიანი.

ოფიციალური მონაცემებით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5 550 ადამიანი, ჩატარდა 35 082 ტესტირება. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 13.08%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 16.61%.

მასალების გადაბეჭდვის წესი