ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ თბილისში, სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილებისთვის ბინების დროულად გადაცემის მიზნით სამინისტრო მიმდინარე მშენებლობების მქონე კომპანიებთან აწარმოებს მოლარაკებებს. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო კომპანიებს სთავაზობს უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.
“რადგანაც ასეთი კრიტიკული მდგომარეობაა სასტუმრო “ქართლთან” დაკავშირებით, ჩვენ მოვიძიეთ მიმდინარე მშენებლობები, სადაც 200-მდე ბინაა და მათთან ვაწარმოებთ მოლაპრაკებებს, არსებული ფასების ფარგლებში შემოვიდნენ გამოცხადებულ კონკურსში და უკვე მიმდინარე წელს ამ ბინებით დავაკმაყოფილებთ მოსახლეობას.
აქვე, თქვენც [პრემიერ-მინისტრმა] აღნიშნეთ და დავადასტურებ, რომ დევნილების სააგენტომ ღირსეული საცხოვრებელი პირობებით მოიძია სხვადასხვა ბინა, სადაც ჩვენ კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებ დევნილებს ვთავაზობთ ქირით გასვლას და მშენებლობების დასრულებამდე მათ შეეძლებათ იქ ცხოვრება”, – განაცხადა აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
მისი თქმით, სამინისტრო ყველა მიმართულებით მუშაობს და უახლოეს პერიოდში “კონკრეტული ხელშესახები შედეგები” ექნება.
გუშინ, 22 იანვარს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, “ქართლში” მცხოვრებ დევნილებს შესაძლებლობა მიეცათ, ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინები წარუდგინონ სამინისტროს შესაძენად. ეს იყო ძველი სანატორიუმის ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილების ერთ-ერთი პრობლემა, რადგან, როგორც ამბობენ, სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ექსპლუატაციაში შესულ სახლებს ვერ პოულობენ 1 კვ.მ.-ზე 550$-ად.
“ქართლში” მცხოვრები დევნილები შიმშილობას და აქციებს აანონსებენ
“ქართლში” მცხოვრები დევნილები ითხოვენ: ავარიული შენობიდან დროულად გაყვანას, სახელმწიფოს მიერ ბინების მოკლე დროში მოძიება-შეძენას და ოჯახების შესახლებას.
ადგილობრივების განცხადებით, სანატორიუმის შენობაში 140-150 ოჯახი ცხოვრობს. მათი ბინების ფართობები ძირითადად 12-15 კვადრატული მეტრს შეადგენს.
“ქართლში” მცხოვრები დევნილები შიმშილობას და აქციებს აანონსებენ