ახალი ამბები

დადასტურდა კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა, დადებითობა 22.65%-ია | 24 იანვარი

24 იანვარი, 2022 •
დადასტურდა კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა, დადებითობა 22.65%-ია | 24 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 31 ადამიანი.

ოფიციალური მონაცემებით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5 550 ადამიანი, ჩატარდა 35 082 ტესტირება. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 13.08%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 16.61%.

ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 4 496
  • აჭარა – 1 352
  • იმერეთი – 857
  • ქვემო ქართლი – 282
  • შიდა ქართლი – 266
  • გურია – 100
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 215
  • კახეთი – 180
  • მცხეთა – მთიანეთი – 98
  • სამცხე – ჯავახეთი – 93
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8

საქართველოში სულ დადასტურდა კორონავირუსის 1 059 392 შემთხვევა, რომელთაგან 967 585 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 732 გარდაიცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი