ახალი ამბები

კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი — 23 იანვარი

23 იანვარი, 2022 • 805
კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი — 23 იანვარი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 28 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 803 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 793 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 010 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 20.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 12.56% ხოლო 7 დღის მანძილზე – 15.66%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 5 646 შემთხვევა,
  • აჭარა — 1 136,
  • იმერეთი — 1 074,
  • ქვემო ქართლი — 386,
  • შიდა ქართლი — 311,
  • გურია — 182,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 362,
  • კახეთი — 287,
  • მცხეთა-მთიანეთი — 140,
  • სამცხე-ჯავახეთი — 160,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 12.
ამ ეტაპზე ინფიცირების 74 683 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4 557 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 981 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ  სასტუმროებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი