ახალი ამბები

ლევან გაჩეჩილაძე ალასანიას ინიციატივას უერთდება

22 თებერვალი, 2010 • 1771
ლევან გაჩეჩილაძე ალასანიას ინიციატივას უერთდება

ლევან გაჩეჩილაძე დღეს, საღამოს 6 საათზე გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ ის მთელი მისი რესურსით უერთდება ირაკლი ალასანიას ინიციატივას.

”ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ კანდიდატზე” აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე და ამბობს, რომ პრაიმერის თუ მოლაპარაკებების გზით, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ოპოზიცია ერთ კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს.

”ჩემი უშუალო ჩართვით იქნება თუ ჩემი მონაწილეობის გარეშე, მე მთელ ჩემ რესურსს დავხარჯავ” აცხადებს გაჩეჩილაძე.
ჟურნალისტების მიერ დასმულ  კითვაზე ყველა პარტიაში იგულისხმება თუ არა ზურაბ ნოღაიდელის პარტია, გაჩეჩილაძემ კიდევ ერთელ გაიმეორა, რომ ყველა პარტიის კარი ღია იქნება კონსულტაციებისთვის.

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძებნოს  პოლიტიკური შეთანხმების სწორი ფორმა, რომელიც ოპოზიციის ერთ კანდიდატს გამოკვეთავს.

“არ მინდა, რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს იბრძვის არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლისთვის, გამოაკლდეს ამ პროცესს. ” ამბობს ალასანია.

თუ რას ფიქრობს ალიანსის შემადგენლობაში შემავალი ორი პარტია, რესპუბლიკელები და მემარჯვენეები, არ არის ცნობილი, თუმცა გავრცლელებული ინფორმაციით, ისინი ერთობლივი განცხადების გაკეთებას გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი