ახალი ამბები

კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი — 22 იანვარი

22 იანვარი, 2022 • 1421
კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი — 22 იანვარი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 42 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 875 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 686 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 189 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 11.98% ხოლო 7 დღის მანძილზე – 14.32%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 6 027 შემთხვევა,
  • აჭარა — 1 167,
  • იმერეთი — 1 323,
  • ქვემო ქართლი — 512,
  • შიდა ქართლი — 475,
  • გურია — 218,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 500,
  • კახეთი — 366,
  • მცხეთა-მთიანეთი — 203,
  • სამცხე-ჯავახეთი — 208,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 40.
ამ ეტაპზე ინფიცირების 70 423 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4 462ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,  1 921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ  სასტუმროებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი