ჩეხი მომღერალი ჰანა ჰორკა გარდაიცვალა კორონავირუსით, მას შემდგ, რაც ვირუსით შეგნებულად დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია BBC-ს მომღერლის შვილმა დაუდასტურა.
57 წლის მომღერალი ვაქცინირებული არ იყო. მისი შვილის ინფრომაციით, თავად მას და მამამისს კორონავირუსი შობის პერიოდში დაუდასტურდათ, თუმცა ჰორკამ უარი თქვა იზოლაციაზე და გადაწყვიტა, რომ შეგნებულად დაინფიცირებულიყო, რათა მწვანე ბარათი მიეღო და უკვე შემდგომში რიგ საკონცერტო დარბაზებში წვდომა არ შეზღუდვოდა.
ბოლო 24 საათში ჩეხეთში კორონავირუსის თითქმის 29 ათასი შემთხვევა დადასტურდა. სულ ვაქცინირებულია ჩეხეთის მოსახლეობის დაახლოებით 63%.
მთავარი ფოტო: BBC