ახალი ამბები

ISFED: სასამართლომ ახალციხის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსის აღდგენა დაავალა

17 იანვარი, 2022 • 1742
ISFED: სასამართლომ ახალციხის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსის აღდგენა დაავალა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსის სარჩელი დააკმაყოფილა და სამსახურში აღადგინა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კი განაცდურის ანაზღაურება დაავალა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ახალციხის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსი 2021 წლის 25 აგვისტოს თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მის ინტერესებს სასამართლოში ISFED იცავდა:

„ახალციხის რაიონულმა სასამართლომ “სამართლიანი არჩევნების” დაცვის ქვეშ მყოფი საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსის, თ.ა-ს სარჩელი დააკმაყოფილა, სამსახურში აღადგინა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისთვის განაცდურის სრულად ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი