ახალი ამბები

საფრანგეთში 2 ქართველი კარაქისა და სხვა პროდუქტების ქურდობის ბრალდებით დააკავეს — მედია

17 იანვარი, 2022 •
საფრანგეთში 2 ქართველი კარაქისა და სხვა პროდუქტების ქურდობის ბრალდებით დააკავეს — მედია

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის დასავლეთით, დრომის დეპარტამენტში, დააკავეს 2 ქართველი, რომელთაც მაღაზიიდან პროდუქტის ქურდობაში ადანაშაულებენ.

გაზეთ Le Dauphiné libéré-ს თანახმად, 2 პირს 80 შეკვრა კარაქის, 32 ცალი სნიკერსის, 12 ქინდერის, 6 ბაუნტისა და რამდენიმე ტვიქსის მოპარვას ედავებიან. ისინი 15 იანვარს თავიანთ ავტომანქანაში დააკავეს.

მასალის ავტორის სიტყვებით, შესაძლოა, ერთი შეხედვით ღიმილის მომგვრელი ქმედება უკავშირდებოდეს “უფრო კომპლექსურ ორგანიზაციას, “კანონიერ ქურდებს” — ქართული მაფიის კარგად ორგანიზებულ ქსელს, რომელიც რეგიონს 2018 წლიდან აწუხებს”.

“მათი ქმედება მოიცავს კონტროლის [სისტემის] გვერდის გავლის მცდელობას და სუპერმარკეტებიდან თუ მაღაზიებიდან მცირე რაოდენობით პროდუქციის მოპარვას”, — წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ მსგავსი დანაშაულისათვის იანვრის დასაწყისში 3 ქართველს უკვე მიესაჯა პატიმრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი