ახალი ამბები

კორონავირუსი: გამოვლინდა 3 656 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 32 ადამიანი

17 იანვარი, 2022 • 1269
კორონავირუსი: გამოვლინდა 3 656 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 32 ადამიანი

17 იანვრის მონაცემებით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 3 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანრმთელდა 3 066 პირი და გარდაიცვალა 32 ადამიანი.

24 საათის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა 29 711 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 196 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 515- PCR ტესტით. ჩატარებული ტესტების შედეგად დადებითობის დღიური მაჩვენებელი 12.31%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის – 9.64%-ს, ხოლო 7 დღის – 9.69%-ს.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიოენბის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი 2 530 შემთხვევა
  • აჭარა – 330
  • იმერეთი – 213
  • ქვემო ქართლი – 116
  • შიდა ქართლი – 98
  • გურია – 67
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 104
  • კახეთი -106
  • მცხეთა-მთიანეთი – 43
  • სამცხე-ჯავახეთი – 44
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 53 329, მათ შორის 4 500 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 001 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 ადამიანი, 2 092 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობს 46 737 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი