ახალი ამბები

კოვიდინფიცირებულებისა და მათი კონტაქტებისთვის იზოლაციის ვადები მცირდება

14 იანვარი, 2022 •
კოვიდინფიცირებულებისა და მათი კონტაქტებისთვის იზოლაციის ვადები მცირდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 17 იანვრიდან კორონავირუსით ინფიცირებულებისა და მათი კონტაქტებისთვის იზოლაციის ვადები მცირდება. ამის შესახებ გაბუნიამ დღეს, 14 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კერძოდ, გაბუნიას თქმით:

  • ასიმპტომური მსუბუქი შემთხვევებისთვის განისაზღვრა იზოლაციის 8 დღე. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან უნდა იყოს გასული, სულ მცირე, 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში კი მათზე ნიღბის ტარების მკაცრი რეკომენდაცია გაიცემა.
  • საშუალო და მძიმე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა არის მინიმუმ 10 დღე, ასევე უნდა აღინიშნებოდეს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე აუცილებელია ნიღბის გამოყენება.

რაც შეეხება კონტაქტებს, გაბუნიას განცხადებით, ამ შემთხვევაში მცირდება და მსუბუქდება ვადები, კერძოდ:

  • ვაქცინირებული კონტაქტისთვის, მათ შორის, ბუსტერ ვაქცინაციის მქონე პირები და პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 14-90 დღის ვადაში ეხსნებათ კარანტინის ვადა, ანუ არ არის საჭირო მათთვის კარანტინი.
  • კოვიდგადატანილ პირებს გადატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ ეხსნებათ სავალდებულო კარანტინი
  • არავქცინირებული პირების შემთხვევაში, რჩება რეკომენდაცია, რომ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში დარჩნენ კარანტინში, შემდეგ კი, 9-12 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენონ პირბადე

“ეს ცვლილებები იქნება, რომელიც ძალაში შევა ორშაბათიდან, ახლა მიმდინარეობს ამ პროცესების დაზუსტება”, – განაცხადა გაბუნიამ

ამ დრომდე მოქმედი რეგულაციით, ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანი ვალდებული იყო, კარანტინში ყოფილიყო 13 დღე (ათს პლუს სამი უსიმპტომო დღე).

მასალების გადაბეჭდვის წესი