ახალი ამბები

გამოვლინდა კორონავირუსის 5 326 შემთხვევა, დაიღუპა 48 ადამიანი — 13 იანვარი

13 იანვარი, 2022 •
გამოვლინდა კორონავირუსის 5 326 შემთხვევა, დაიღუპა 48 ადამიანი — 13 იანვარი

13 იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 55 474 ტესტით კორონავირუსის 5 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და, შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 9.60% შეადგინა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 55 474 კვლევიდან 32 029 ანტიგენის ტესტით, 23 445 კი PCR მეთოდოლოგიით ჩატარდა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.60 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.86%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.91%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში,
14 359 პირი ემსხვერპლა.

5 326 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი 3 148;
  • აჭარა – 563;
  • იმერეთი – 437;
  • ქვემო ქართლი – 176;
  • შიდა ქართლი – 277;
  • გურია – 148;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 226;
  • კახეთი -178;
  • მცხეთა-მთიანეთი -92;
  • სამცხე-ჯავახეთი – 66;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, 42 439 საიდანაც 4 436 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 868, აჭარაში – 612, იმერეთში – 803. მათგან მძიმეა 1 047 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის, თბილისში – 487, აჭარაში – 125, იმერეთში – 256.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 42, იმერეთში – 22. 2 075 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 330 – თბილისში, 520- აჭარაში. 35 928 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი