ახალი ამბები

ОДКБ ყაზახეთიდან გასვლას 13 იანვარს დაიწყებს და 10 დღეში დაასრულებს – თოყაევი

11 იანვარი, 2022 • 3057
ОДКБ ყაზახეთიდან გასვლას 13 იანვარს დაიწყებს და 10 დღეში დაასრულებს – თოყაევი

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია (ОДКБ) ყაზახეთიდან ძალებს 13 იანვარს გაიყვანს.

მისი განცხადებით, ჯარების გაყვანა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მისივე განცხადებით, ყაზახეთში იყო სამხედრო გადატრიალების მცდელობა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა, ხოლო ОДКБ-ის მისია წარმატებული იყო.

თოყაევის თანახმად, უშიშროების სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება, რადგან წინა სისტემამ თავი ვერ გაართვა არსებული საფრთხეების გამოვლენას.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ყაზახეთში შესვლის გადაწყვეტილება თოყაევის მიმართვის შემდეგ მიიღო.

ყაზახეთში ამ დროისთვის იმყოფება ბელარუსის, რუსეთის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სამშვიდობო მისიები.

ეს იყო პირველი შემთხვევა ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში, როდესაც სამხედრო ინტერვენცია გამოიყენეს.

ყაზახეთში მიმდინარე პროცესების შესახებ, გაეცანით ნეტგაზეთის სტატიას:

რა ხდება ყაზახეთში – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი