დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, საქართველოში ლაბორატორიულად სულ დადასტურდა „ომიკრონის“ 816 შემთხვევა.
ბოლოს ეს მონაცემი განახლდა 7 იანვარს, მაშინ საქართველოში ომიკრონის 600 შემთხვევა იყო დადასტურებული.
სამედიცინო სფეროს ექსპერტები, მათ შორის NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ამბობენ, რომ რეალურად შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია – „ეს რიცხვი უნდა გავამრავლოთ 3-4-ზე, რომ დავასახელოთ ე.წ. შეფასებითი მაჩვენებელი. „ომიკრონის“ გავრცელების მაჩვენებელი რეალურად 3-4-ჯერ მეტია“.
საქმე ის არის, რომ კორონავირუსის შტამის დადგენას სჭირდება ან სპეციალური პისიარ ტესტი, ან ლაბორატორიული კვლევა. ყველა შემთხვევას კი ამგვარი კვლევა არ უტარდება.
იანვარში შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად გაიზრდება „ომიკრონის“ გამო – გამყრელიძე