ახალი ამბები

საქართველოში პიროტექნიკით 27 ადამიანი დაშავდა

3 იანვარი, 2022 • 1836
საქართველოში პიროტექნიკით 27 ადამიანი დაშავდა

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით 27 ადამიანი დაშავდა.

როგორც ნეტგაზეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულთაგან მხოლოდ ერთია არასრულწლოვანი.

„თბილისი სულ მოვემსახურეთ 8 პაციენტს, მათ შორის 1 არასრულწლოვანს, მათგან ჰოსპიტალიზებულია 6 პაციენტი სხვადასხვა მიდამოს დაზიანებებით. რეგიონში კი პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, კლინიკაში გადავიყვანეთ 13 პაციენტი,“ – ამბობს უწყება.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/382956/

მასალების გადაბეჭდვის წესი