ახალი ამბები

ევროკავშირის დროშის „შებღალვა“ 1000 ლარით დაისჯება

30 დეკემბერი, 2021 • 2887
ევროკავშირის დროშის „შებღალვა“ 1000 ლარით დაისჯება

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო ცვლილებები, რომლითაც ევროკავშირისა და ნატოს „ოფიციალური სიმბოლოს ან შეასბამისი სახელმწიფო ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის“ დაწესდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

ცვლილებები 30 დეკემბერს შევიდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. საკანონმდებლო პაკეტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ცვლილებები ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას, ევროკავშირის, ნატოს, „სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან შესაბამისი სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის“.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი