ახალი ამბები

სუსი: გრემისხევთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული 2 მოქალაქე თავისუფალია

30 დეკემბერი, 2021 • 1919
სუსი: გრემისხევთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული 2 მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების კოტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

“ხსენებული პირების უკანონო დაკავების მომენტიდან, მათი უპირობო გათავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზი”, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა მექანიზმი. ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია სუს-მა გუშინ, 29 დეკემბერს გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი