ახალი ამბები

10-საათიანი დუმილის შემდეგ პენიტენციურმა დაადასტურა სააკაშვილის რუსთავში გადაყვანა

30 დეკემბერი, 2021 • 2533
10-საათიანი დუმილის შემდეგ პენიტენციურმა დაადასტურა სააკაშვილის რუსთავში გადაყვანა

მიუხედავად იმისა, რომ მედია და ადვოკატები ღამის 2 საათის შემდეგ ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფლის შესახებ, სპეციალური პენიტენციური სამსახური 30 დეკემბრის 12 საათამდე დუმდა.

სახელმწიფო უწყებამ მხოლოდ 10-საათიანი დუმილის შემდეგ ერთი წინადადებით დაადასტურა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნამდვილად გადაიყვანეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში.

სანამ პენიტენციური სამსახური ამას იტყოდა, სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში უკვე შესულები იყვნენ მისი ადვოკატები.

სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის ციხეში რამდენიმე დღის წინაც სცადეს, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგობის შემდეგ პროცესი დროებით გადაიდო, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ მომენტისთვის გართულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი