ახალი ამბები

ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას პარლამენტმა l მოსმენით მხარი დაუჭირა

29 დეკემბერი, 2021 •
ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას პარლამენტმა l მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 82 ხმით, 13-ის წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრა დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე გაიმართა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი “ქართული ოცნების” მიერაა მომზადებული და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი სამსახურის შექმნას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთი სამოხელეო დანაშაულზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო მეორე – პერსონალური მონაცემების დაცვაზე. ამ დროისთვის ეს ორივე ფუნქცია სახელმწიფო ინსპექტორის ერთ სამსახურშია გაერთიანებული.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას აკრიტიკებენ როგორც ოპოზიციის წევრები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი