ახალი ამბები

კულტურის სამინისტომ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

28 დეკემბერი, 2021 • 2120
კულტურის სამინისტომ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

საქრთველოს კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული კონკურსის “წლის საუკეთესო” გამარჯვებულები დააჯილდოვა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსის “წლის საუკეთესო” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მცირე დარბაზში კულტურის გაიმართა.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

  • „წლის საუკეთესო რომანი“ გამარჯვებული – გელა ჩქვანავა, „კადრილი“;
  • „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“ გამარჯვებული – ნიკოლოზ ჯორჯანელი, „ნეტფლიქსი“;
  • „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ გამარჯვებული – ნინო ქადაგიძე, „მინიატურები“;
  • „წლის საუკეთესო პიესა“ გამარჯვებული – ელენე მაცხონაშვილი, „ყვავი რო მოვა“.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიის რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი იყო. ღონისძიება  მუსიკალურად გააფორმა ჯგუფმა „ქვინთესენსი“, ცერემონიას უძღვებოდნენ ვასო აბაშიძის ახალი თეატრის მსახიობები – არჩილ სოლოღაშვილი, ბუბა გოგორიშვილი, ტატო ჩახუნაშვილი, ნინო მითაიშვილი:

„შეგახსენებთ, ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ქეთევან დუმბაძის ინიციატივით წელს დაფუძნდა. მისი მიზანია ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა; ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება;

ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენა. კონკურსის ფარგლებში სამინისტროში 82 განაცხადი შემოვიდა. მათგან, 79 საკონკურსო განაცხადი წარმოდგენილი იყო ავტორების, ხოლო 3 – გამომცემლობების მიერ. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენდა 5000 ლარს“ – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი