ახალი ამბებირეკლამა

„ომიკრონი“ ტესტია, თუ როგორ შევძლებთ კოვიდთან თანაცხოვრებას – ექსპერტები

28 დეკემბერი, 2021 • 2836
„ომიკრონი“ ტესტია, თუ როგორ შევძლებთ კოვიდთან თანაცხოვრებას – ექსპერტები

„დამთავრდება პანდემიის ფაზა და გადავალთ ენდემურ ფაზაზე“ – ექსპერტები ამბობენ, რომ „ომიკრონი“ ტესტია, თუ როგორ შევძლებთ კოვიდთან თანაცხოვრებას.

ექსპერტების განცხადებით, კოვიდის მხოლოდ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის თვლა სრულ სურათს არ გვიჩვენებს.

მათი თქმით, „ომიკრონით“ ბევრი ადამიანი დაავადდება, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ვაქცინირებულებს და მათ, ვინც „ბუსტერდოზა“ გაიკეთა, მძიმე სიმპტომები ჰქონდეთ.

ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა ის მარკერებია, რომლებიც მთავრობამ უნდა აკონტროლოს, რომ უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება და საზოგადოებამ „კოვიდ-19“-თან ერთად ცხოვრება ისწავლოს.

ეპიდემიოლოგ დევიდ დოუდის განცხადებით, დადასტურებული შემთხვევებიდან ყურადღება უნდა გადავიტანოთ ჰოსპიტალიზაციის საჭიროების თვლაზე, რადგან დღეს სწორედ ჰოსპიტალიზაციაა იმის ინდიკატორი, თუ რამდენად სერიოზულადაა საქმე.

„ომიკრონი“ პირველი ტესტია იმის გამოსაცდელად, თუ როგორ შევძლებთ „კოვიდ-19“-თან თანაცხოვრებას. ჩვენ ბევრ დაინფიცირებულ ადამიანს ვნახავთ, მაგრამ ვინაიდან ჰოსპიტალური სექტორი არ გადაიტვირთება და ვაქცინირებული ადამიანები, ძირითადად, დაცულები არიან მძიმე გამოვლინებებისგან, დამთავრდება პანდემიის ფაზა და გადავალთ ენდემურ ფაზაზე“, – ამბობს ლეანა უენი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან.

„ორი წლის განმავლობაში, ინფექციის გავრცელება პირდაპირ უკავშირდებოდა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევებს. „ომიკრონი“ – ეს ცვლილებაა, რომელსაც მრავალი თვალსაზრისით ველოდით“, – განაცხადა ბრაუნის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დეკანმა, აშიშ ჯამ.

წყარო: wrbl.com

მასალების გადაბეჭდვის წესი