ახალი ამბები

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 ადამიანი გარდაიცვალა

24 დეკემბერი, 2021 • 940
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევა.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 076 ადამიანი, ჩატარდა 43 029 ტესტირება. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.64%.

ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 969
  • აჭარა – 145
  • იმერეთი – 256
  • ქვემო ქართლი – 88
  • შიდა ქართლი – 117
  • გურია – 55
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 117
  • კახეთი – 119
  • მცხეთა – მთიანეთი – 57
  • სამცხე – ჯავახეთი – 40
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23

საქართველოში სულ გამოვლინდა კორონავირუსის 920 617 შემთხვევა, რომელთაგან 876 254 გამოჯანმრთელდა, 13 367 კი გარდაიცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი