იმუნიზაციის ეროვნულმა საბჭომ ყველა ვაქცინის ბუსტერ დოზისთვის ინტერვალის 3 თვემდე შემცირების რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, საბჭოს რეკომენდაციაა, რომ კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება „ფაიზერითა“ და „ასტრაზენეკათი“ აცრილთათვისაც 3 თვემდე შემცირდება, როგორც ეს „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში იყო:
„ომიკრონის შტამის გავრცელებასთან ერთად აშკარად იკვეთება ბუსტერ დოზის აუცილებლობა. დღეს იმუნიზაციის საბჭომ გაუწია რეკომენდაცია ბუსტერ დოზაზე ინტერვალის 3 თვემდე შემცირებას. თუ აქამდე მესამე დოზა ფაიზერის და ასტრაზენეკას მეორე დოზიდან 5 თვეში იყო შესაძლებელი, ხოლო სინოფარმის და სინოვაკის შემთხვევაში, მე-3 თვიდან, ახლა საბჭოს რეკომენდაციით ყველა ვაქცინისთვის ინტერვალი 3 თვე იქნება“, – ამბობს თამარ გაბუნია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული რეკომენდაცია ხვალ ბრძანებაში აისახება და მსურველები ბუსტერ დოზის ამ ინტერვალით გაკეთებას უკვე ორშაბათიდან შეძლებენ.