ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსმა სამხედროებმა აძვთან საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

23 დეკემბერი, 2021 • 1570
რუსმა სამხედროებმა აძვთან საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ აძვთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს 4 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ „გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი”, ასევე ინფორმაცია მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმდჯომარეებს.

„უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას“ ,- წერს უწყება.

ნახეთ ასევე:

დღეის მდგომარეობით 7 გატაცებული ჯერ კიდევ ცხინვალის იზოლატორშია – DRI

მასალების გადაბეჭდვის წესი