ახალი ამბებირეკლამა

სუში – იაპონური სამზარეულოს ყველაზე დაბალკალორიული და სასარგებლო „წარმომადგენელი“

22 დეკემბერი, 2021 • 1258
სუში – იაპონური სამზარეულოს ყველაზე დაბალკალორიული და სასარგებლო „წარმომადგენელი“

თუ ეგზოტიკური გემოების მოყვარული ხართ და თქვენთვის ესთეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, იაპონური სამზარეულოს გამორჩეული კერძი – სუში სწორედ თქვენთვისაა. 

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ სუში დაბალკალორიული საკვებია და ხელს უწყობს წონაში კლებას. იგი შედგება ჯანსაღი ინგრედიენტებისგან (თევზი, ზღვის პროდუქტები, ბრინჯი, ბოსტნეული) და მდიდარია ომეგა 3-ით, რაც გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს. გარდა ამისა, დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ასტიმულირებს გონებრივ აქტივობას და მეხსიერებას. სუშის რეგულარული მიღება ამცირებს სიმსივნის წარმოქმნის რისკს, კარგი დამხმარეა დეპრესიასთან ბრძოლაში და აუმჯობესებს განწყობას.

გარდა სასარგებლო თვისებებისა, სუშის საინტერესო წარმოშობის ისტორია აქვს. მისი წარმომავლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას უკავშირდება, იაპონიაში მერვე საუკუნეში გაჩნდა და ბუდიზმის გავრცელებასთან ერთად შეიძინა პოპულარობა. ვინაიდან ბუდისტური რელიგიის წარმომადგენლები ხორცის მიღებისგან თავს იკავებდნენ, თევზი მისი ჩანაცვლების საუკეთესო ალტერნატივა იყო. კერძმა იმხელა ცნობადობა და სიყვარული დაიმსახურა, რომ IX -XIV საუკუნეებში მისი მირთმევა ფუფუნებად ითვლებოდა, მეტიც, სახელმწიფო მას გადასახადების ნაცვლადაც კი კრებდა.  

სუშის მომზადება იაპონელებისთვის მთელი ხელოვნებაა, რომელსაც საგულდაგულოდ სწავლობენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი მუდმივ ევოლუციას განიცდის, იაპონური დახვეწილობა, ტრადიციები დღემდე შენარჩუნებულია. 

სად დავაგემოვნოთ ნამდვილი სუში თბილისში?

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში იაპონური რესტორნები საკმაო რაოდენობითაა წარმოდგენილი, თუ ადამიანს სურს, ბოლომდე შეიგრძნოს მაღალი ხარისხის სუში და საკუთარი თვალით ნახოს როგორ მზადდება კერძი, ამისთვის „სუში რუმს“ უნდა ეწვიოს. 

„სუში რუმი“ პირველი იყო ამიერკავკასიაში, რომელმაც დანერგა სუშის მატარებელი,  კონვეირი. ეს გახლავთ სუშის მოძრავი დახლი, რომელიც ბართან ტრიალებს და თქვენს თვალწინ ახდენს სერვირებას, რითაც მომზადების პროცესის „მონაწილედ“ გაქცევთ. 

„სუში რუმის“ სამზარეულოს მთავარი საიდუმლო ნორვეგიული და იაპონური ინგრედიენტებია, რომლებიც დაუვიწყარ არომატს სძენს სუშის. გარდა ამისა, რესტორანში უგემრიელესი აზიური კერძების, სალათების, დესერტების დაგემოვნებაა შესაძლებელი.

„სუში რუმი“ ექსკლუზიურად გთავაზობთ ზღვის ზღარბის ხიზილალა – უნის (Uni), რომლის დაგემოვნებაც საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ხსენებულ რესტორანშია შესაძლებელი. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მსოფლიოში აღიარებული დელიკატესები – ძროხის მარმარილოსებრი ხორცი – ვაგიუ (Waguy Beef), ჰამაჩი და მოლუსკის ხორცი ჰოტატე. დარწმუნებულები შეგიძლიათ იყოთ, რომ ასეთი ხარისხის ვაგიუს, ჰამაჩს და ჰოტატეს სხვაგან ვერ გასინჯავთ. „სუში რუმში“ ნამდვილად შეგიძლიათ ისიამოვნოთ უგემრიელესი, ექსკლუზიური კერძებით და მომსახურების მაღალი ხარისხით. 

სად არის „სუში რუმის“ ფილიალები?

თუ გსურთ, იაპონური ტრადიციების, სამზარეულოს და არომატების ნამდვილი გემო შეიგრძნოთ ეწვიეთ რესტორანს შემდეგ მისამართებზე: ფარნავაზ მეფის გამზ. N1 (გუდვილის შენობა), ი. აბაშიძის N10/12, პ. ქავთარაძის N1 (სითი მოლი).  

ასევე შესაძლებელია ისარგებლოთ sushiroom.ge-ის  გამოძახების სერვისით, შეუკვეთოთ საიტზე ან დარეკოთ ნომერზე 0322 242599 და უგემრიელეს კერძებს თქვენთვის სასურველ მისამართზე მოგართმევენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი