ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 52 ადამიანი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 153 კვლევა ტესტით, მათ შორის, 28 160 კვლევა — ანტიგენის ტესტით და 16 993 — PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.58%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.19%.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი — 1 246 შემთხვევა,
- აჭარა — 204,
- იმერეთი – 437,
- ქვემო ქართლი – 120,
- შიდა ქართლი – 174,
- გურია – 99,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 184,
- კახეთი -147,
- მცხეთა-მთიანეთი -66,
- სამცხე-ჯავახეთი – 50,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.







