ახალი ამბები

აქცია პარლამენტთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით

21 დეკემბერი, 2021 • 1278
აქცია პარლამენტთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით

რუსთაველის გამზირზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

აქციის მონაწილეების ნაწილი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბენენ და მსვლელობით გაემართნენ პარლამენტის შენობისკენ. რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილია.

აქციის მთავარი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებმა აქცია სიმბოლურად დაამთხვიეს სააკაშვილის დაბადების დღეს.

„კონსულტაციების და შეთანხმების მცდელობების პარალელურად, ქუჩის საპროტესტო აქციები აუცილებლად იქნება“, — განაცხადა ენმ-ის წევრმა გიორგი კირთაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი