ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში ოპოზიციის აქცია იმართება

21 დეკემბერი, 2021 •
სოხუმში ოპოზიციის აქცია იმართება

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში ოპოზიციის აქციის პარალელურდ სამთავრობო შენობების დაცვა გააძლიერეს.

დღეს, 21 დეკემბერს აფხაზეთში პოლიტიკური ძალები სოხუმში “არასანქცირებულ” მიტინგს მართვენ.

მიტინგამდე ერთი დღით ადრე, 20 დეკემბერს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა არასანქცირებულ მიტინგში და უკანონო და ანტისაკონსტიტუციო მოქმედებებში. ოპოზიციას კი ნებისმიერ საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდა.

“ჩვენ ვაღიარებთ, რომ არსებობს პრობლემები, გადაუჭრელი საკითხები, მაგრამ სახელმწიფოში მყიფე სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის საფუძველი არ არის. ნებისმიერი კანონდარღვევა იქნება გამოვლენილი და აღკვეთილი”, – აცხადებს ბჟანია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი