ახალი ამბები

კორონავირუსის 3 282 ახალი შემთხვევა და 53 გარდაცვლილი — 21 დეკემბერი

21 დეკემბერი, 2021 •
კორონავირუსის 3 282 ახალი შემთხვევა და 53 გარდაცვლილი — 21 დეკემბერი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 53 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 347 კვლევა ტესტით, მათ შორის, 34 387 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 960 – PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.71%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.24%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსს საქართველოში 13 169 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი — 1 378 შემთხვევა,
  • აჭარა — 272,
  • იმერეთი — 532,
  • ქვემო ქართლი — 121,
  • შიდა ქართლი — 256,
  • გურია — 122,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 252,
  • კახეთი — 162,
  • მცხეთა-მთიანეთი — 76,
  • სამცხე-ჯავახეთი — 73,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 38.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი