ახალი ამბები

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს

20 დეკემბერი, 2021 • 1268
გარდაბნის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ ყარათაკლიაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

“ნეტგაზეთი” დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი